მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს - ადვოკატები

11.10.21 13:09
მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე  უარს აცხადებს - ადვოკატები

მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს და კლინიკაში კვლევების ჩატარებაზე უარს აცხადებს - ეს გზავნილი გამოიტანეს დღეს მსჯავრდებულ პრეზიდენტთან შესულმა უფლებადამცველებმა. მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო გაბრაზებულია. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც კი მიმართონ. მათი თქმით, მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში პრეზიდენტი მედიკოსებს გასინჯვაზე უარს განუცხადებს. 

ის თაფლს იღებდა ჩაისთან ერთად, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მან ამაზეც უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშილმა განაცხადა, რომ თუ მსგავსი რამე განმორდება, უარს აცხადებს იმ წნევის გაზომვაზე და ამ მონაცემების მიცემაზე. ამაზეც უარს იტყვის, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულება ამას იყენებს ცუდად, ავრცელებს მის პერსონალურ მონაცემებს, რაც დაუშვებელია, - ამბობს მიხეილ საკაშილის ადვოკატი, გიორგი გელხაური. 

მიხეილ სააკაშილთან შესახვედრად ამ წუთებში მისი შვილები, ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები და ასევე, მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები