არასდროს, არასდროს დანებდე! რჩევა, შიმშილობა შეწყვიტოს, არასწორია - რურუა სააკაშვილზე
გიორგი რურუას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას შიმშილობასთან დაკავშირებით მხარს უჭერს. ამის შესახებ რურუა სოციალურ ქსელში წერს. რურუა მიიჩნევს, რომ რჩევა, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, არის არასწორი.
მხარს ვუჭერ მიშა სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავის გადაწყვეტილებაში. მიშას შიმშილობა, თავგანწირვა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში შევა, მან შეიძლება, ბიძგი მისცეს სხვა ქვეყნებს, ლიდერებს, როგორც ეს მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. რჩევა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს მიშამ, არის არასწორი. ის მოქმედებს ისე, როგორც თვლის საჭიროდ. შიმშილობის შეწყვეტის თხოვნის უფლება ალბათ, მხოლოდ მშობლებს აქვთ. არასდროს, არასდროს დანებდე! თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პოლიტიკურ პატიმარს, მიშა სააკაშვილს!“, - წერს რურუა სოციალურ ქსელში.