"დასაცინები არიან" - ლადო ბოჟაძე ევროპელებზე
დასაცინები არიან ისინი, ვინც უკრაინას თავის დროზე ნატოს წევრობას, ევროკავშირის წევრობას შეჰპირდნენ, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი ლადო ბოჟაძე ევროპის ძალისხმევას, უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებში დაეხმაროს.
ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სურვილია, ომმა რაც შეიძლება მეტხანს გასტანოს, რათა ამ გზით რუსეთი დასუსტდეს.
უკრაინას არავინ დასცინის, მითუმეტეს, უკრაინას არაფერი დასაცინი არ სჭირს. ის იბრძვის თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის. დასაცინები არიან ისინი, ვინც უკრაინას თავის დროზე ნატოს წევრობა, ევროკავშირის წევრობას შეჰპირდნენ და სამწუხაროდ, რუსეთი ვერ შეაჩერეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან გამოჩნდა აშკარად სურვილი არა იმისა, რომ ომი დასრულდეს, არამედ გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდხანს, რომ ამით დასუსტდეს მაქსიმალურად რუსეთი, რომ მათ თავისი ინტერესები გაატარონ.
ლადო ბოჟაძე ისევ ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა.
იმ ძალებისთვის, ვისთვისაც ომი არის მნიშვნელოვანი და ის, რომ გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ იგივე მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. ამის ინტერესი აშკარად იგრძნობა და ცანს და ჩვენ ვხედავთ, - ამბობს ბოჟაძე.