ივანიშვილი ფსონს რუსეთის გამარჯვებაზე დებს - ბოკუჩავა
ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი ომის პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საუბრობს.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას შეეცდება, ივანიშვილის მიზანია, საქართველო დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოაქციოს.
ევტუშენკოვთან ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრით დაწყებული, მათი საჯარო განცხადებებით და მოქმედებებით დამთავრებული ცხადზე ცხადია, რომ ივანიშვილი ომის პირველივე დღიდან ქომაგობს რუსეთს და ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე, რაც შეუძლებელია და რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა ამ ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. აქ მთავარი არის ის, რომ ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და სამშვიდობოს გაიყვანს იქ, სადაც მშვიდობის გარანტი არის დასავლეთი, ევროკავშირი და აშშ, ივანიშვილს სურს, რომ დასუსტებული რუსეთის ნანგრევებში მოხვდეს საქართველო და ასე სწირავს მისი პირადი ინტერესების გამო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს ბოკუჩავა.