ვინ დააკვირდება არჩევნებს? - რას ამბობენ "ოცნებაში"
"ქართულ ოცნებას" ჯერ არ გადაუწყვეტია, მოიწვევს თუ არა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათთვის სულერთია ვინ გაუწევს მონიტორინგს საარჩევნო პროცესს. "ქართული ოცნების" წევრი აღნიშნავს, რომ მათთვის ეუთო/ოდირის დასკვნას საშუალო მნიშვნელობა აქვს.
ეუთო/ოდირი ამბობს, რომ დაგვიანდაო ეს ყველაფერიო, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით არც კი და არც არა კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში, თუმცა დაახლოებით ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, "სულერთიას" პოზიციაზე ვართ, დიდად ჩვენ არც იმის პრობლემა გვაქვს რომ იყოს ან არ იყოს, წარმოუდგენელია, რომ რაიმე პრობლემა გვქონდეს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით.
არ ვგეგმავთ [რომ მივმართოთ ეუთო/ოდირს] და არც ის მომეტი გვაქვს, რომ არ დავგეგმოთ. შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა. არაფერზეა დამოკიდებული, ჩვენს გადაწყვეტილებაზეა. არც ისე მნიშვნელოვანია, საშუალო მნიშვნელობას მივანიჭებდი [მათ დასკვნას], არც მაინც და მაინც გადამწყვეტია და არც ის არ არის, რომ საერთოდ არაფერს ნიშნავდეს.
დიახ, კი, მაინც მაქვს მოლოდინი [რომ იქნებიან სადამკვირვებლო მისიები]. ვინც იქნება საბოტაჟით დაკავებული, ის არ მიიღებს მონაწილეობას, ვინც არ იქნება, ის მიიღებს მონაწილეობას. ვერ შევეხვეწებით, ვინც დაემორჩილება კანონს მიიღებს მონაწილეობას," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს სურვილი, რომ ეუთო/ოდირი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს დაესწროს და ხარვეზები დააფიქსიროს - "აღარ ანაღვლებთ საერთაშორისო აღიარების საკითხი, მათთვის მნიშვნელობა აღარ აქვს სხვები როგორ შეაფასებენ ამ არცევნებს, მათთვის მნშვნელოვანია, რომ უბრალოდ გაიმყარონ ხელისუფლება, მათ შორის ძალადობის გამოყენებით," - განაცხადა ISFED-ის დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში არ გამორიცხავენ, რომ მიღებული კანონების შემდეგ მათი ნაწილი ვერ მიიღებს სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობას.