ზელენსკი მარტო არ არის, მის გვერდით დგას თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად, არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას-ბოკუჩავა
“დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ ზელენსკი მარტო არ არის -მის გვერდით დგას
თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას” - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ უკრაინის გამარჯვებით გავიმარჯვებთ ჩვენ, ქართველი ხალხი“
ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაში ჩემი აზრით არის იმის დემონსტრირება, რომ ზელენსკი, უკრაინა, უკრაინელი ხალხი არ არის მარტო. ზელენსკისთან ერთად იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეი, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერი სტრამერი და ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ უკრაინელი ხალხი მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ არის მარტო და მათ უკან დგას თავისუფალი სამყარო და სწორედ ამიტომ ისინი უკრაინელ ხალხთან ერთად არ დაუშვებენ იმას, რომ როგორც ივანიშვილის მოლოდინი და სურვილია გაიმარჯვოს რუსეთმა, არ გაიმარჯვოს თავისუფლებამ. არ გაიმარჯვოს უკრაინამ. უკრაინის გამარჯვებით გავიმარჯვებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც ვიბრძვით სწორედ იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც იბრძვის უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ