თავდასხმა სააკაშვილის ერთგულებისთვის - "ოცნების" აქტივისტმა მოქალაქე სასტიკად სცემა

11.10.21 13:40
თავდასხმა სააკაშვილის ერთგულებისთვის - "ოცნების" აქტივისტმა მოქალაქე სასტიკად სცემა

თავდასხმა სააკაშვილის ერთგულებისთვის - ლანჩხუთში,  ,,ენმ"-ს წევრს, სახლში შეუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქუჩებში წარწერები გააკეთა - "თავისუფლება მიშას!",  თავდასხმის ობიექტი გახდა.

,,ენმ"-ს წევრი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარსულში ნასამართლევი აქტივისტი მას და მისი მეუღელს სახლში სასტიკად გაუსწორდა და სცემა. გივი ცინაცაძეს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება. 

გუშინწინ, ლანჩხუთის ქუჩებში გავაკეთე სტენსილები - თავისუფლება მიშას! რის შემდეგაც სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროვოკატორი მომიგზავნა, რომელიც სახლში შემომივარდა და მითხრა: მე სწორ მხარეს ვდგავარ, შენ რა გინდა მიშას აქციებზეო?! ამის შემდეგ საფერფლე მესროლა, დედაზე შემაგინა, ჩემს მეუღლეს ორჯერ ჩაარტყა ფეხი"- ამბობს ცინცაძე. 

მსგავსი სიახლეები