მიშა არ გამოიყურება ძველებურად - გიული ალასანიას პირველი კომენტარი შვილთან შეხვედრის შემდეგ
ადამიანი 15 დღეა შიმშილობს, მიშა ძველებურად არ გამოიყურება - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დედამ, გიული ალასანიამ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
დედამ და შვილებმა მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად მოინახულეს. ალასანია ამბობს, რომ "მიშა ცდილობდა, მათთან არაფერი შეემჩნია, თუმცა ყოჩაღად ვერ იყო":
შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ვესაუბრე, თუმცა ჩემი შვილი, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ მე დიდი ხანია, არ მიჯერებს. მას თავისი აზრი აქვს"- თქვა ალასანიამ.