"ქართული ოცნების" მორიგი თავდასხმა ევროპელ ლიდერებზე

18.08.25 20:37
"ქართული ოცნების" მორიგი თავდასხმა ევროპელ ლიდერებზე

"ოცნების" გენერალური მდივანთან ისტორიული მოლაპარაკებების შესახებ კითხვები მას შემდეგ დავსვით, რაც "ოცნების" დეპუტატმა წულუკიანმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ცინიკური Facebook პოსტი მიუძღვნა და საქართველოს მოკავშირეებს დასცინა. დავინტერესდით ვის გულშემატკივრობს ივანიშვილის პარტია ამ მოლაპარაკებებში - კახა კალაძემ რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებზე არაფერი თქვა და ომის გაგრძელების მცდელობაში ევროპა დაადანაშაულა.

ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტის სადარაჯოზე დგას და ამის სადემონსტრაციოდ ევროპისა და NATO-ს ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ზურგს გაუმაგრებენ. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პოზიცია მკაფიოა - ამ მოლაპარაკებებში რუსეთის მოთხოვნების შესრულება  უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს და ამას ევროპა არ დაუშვებს. როგორც ჩანს "ქართული ოცნებაც" ევროპის მტკიცე პოზიციამ გააღიზიანა და მათი თავდასხმის მთავარი სამიზნე დღეს არა ოკუპანტი ქვეყანა, არამედ  ევროკავშირი იყო.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები