შიმშილობის შეწყვეტაზე ლაპარაკიც არ უნდა - გიული ალასანია სააკაშვილზე

11.10.21 14:20
შიმშილობის შეწყვეტაზე ლაპარაკიც არ უნდა - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - როგორც სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, აცხადებს, შვილთან საკითხზე საუბარი წამოიწყო, თუმცა უარი მიიღო: 

ვიცოდი აზრი, რომ მაგაზე საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა, მეც წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ არ იყო მიღებული ეს თემა და შევცვალე თემა" - განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად შეხვდა  შვილებს ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილებს.

ერთ შვილს ელაპარაკა, მეორე შვილს ელაპარაკა, შესაბამისად იმ საკითხებზე რომელიც იმათ ეხებოდათ. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა უბრალოდ ჩვენ გაგვიხარდა, პირველი შეხვედრა იყო ჩვენთვის" - თქვა გიული ალასანიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები