"პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს" - ეპისკოპოსებმა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს

11.10.21 15:18
"პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს" - ეპისკოპოსებმა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს

ეპისკოპოსებმა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს. მეუფე მელქისედეკი და მეუფე ნიკოლოზი პირველები არიან, ვინც მესამე პრეზიდენტის საპატიმროდან გამოშვების მომხრეა, თუმცა მათი რიცხვი კიდევ იზრდება.

მეუფე მელსიქსედეკი ამბობს, რომ დიდი ეროვნული შერიგება უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს.

უპირველეს ყოვლისა, ვადასტურებ, რომ მოვაწერე ხელი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი ყველა ინსტიტუციებს და  ჩემი აზრით, უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ დიდი ეროვნული შერიგება მოხდეს. გადაყვება ქვეყანა, გადაყვება ამ ქვეყნის მომავალი ამ დაპირისპირებებს და აუცილებელია დიდი ეროვნული შერიგება.სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვებასთან დაკავშირებით არ ვიცი რა პოზიცია ექნება ეკლესიას, მაგრამ ორი წევრი სინოდის ვაწერთ ამას ხელს, - ამბობს მეუფე მელქოსედეკი.

მეუფე ნიკოლოზი თვლის, რომ პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ქვეყნისთვის არასწორი პრაქტიკაა. 

ქვეყნისთვის ცუდია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეში ზის. მე იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეს აუცილებლად. საერთოდ, უნდა ვისწავლოთ შემწყნარებლობა ადამიანებმა და დავიწყოთ საუბარი. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს შერიგება და სიძულვილის ენა უნდა ამოვიღოთ დიალოგიდან. პირველი პირების ციხეში მოთავსება არასწორი პრაქტიკაა ქვეყანაში, პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს, ამიტომ მოვაწერე ხელი პეტიციას, - ამბობს სასულიერო პირი.

პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის წინააღმდეგია მეუფე ანტონიც. სასულიერო პირი "პირველებთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფრის გარკვევამდე შინა პატიმრობაში უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას ათასობით ადამიანი შეურთდა. საზოგადოება ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დევნა დიდი შეცდომაა და ეს შეცდომა ქვეყანამ მეორედ აღარ უნდა დაუშვას. 

მსგავსი სიახლეები