თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ ბიძინა ივანიშვილს, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს - ირაკლი კუპრაძე
"თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ ბიძინა ივანიშვილს, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს", - ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კუპრაძის თქმით, "თბილისი იმსახურებს ევროპულ მომავალს, იმსახურებს ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობილ მომავალს და არა რუს მერს, რუსული მთავრობით".
"დღეს თბილისელებს აქვთ შანსი, რომ ამ უკანონობას და უსამართლობას გამოვგლიჯოთ თბილისი, მე ეს სიტყვა ერთხელ ვახსენე და მთელი კასკადი მოჰყვა… დიახ, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ ბიძინა ივანიშვილს, თბილისი უნდა გამოვგლიჯოთ რუსეთს და არ დავუთმოთ, იმიტომ, რომ დღეს ეს ქალაქი იმსახურებს ევროპულ მომავალს, ეს ქალაქი იმსახურებს ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობილ მომავალს და არა რუს მერს, რუსული მთავრობით"- განაცხადა კუპრაძემ.