არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს - პრემიერი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. მისი თქმით, მსჯავრდებულ სააკაშვილს საქართველოს ციხეში მინიმუმ 6 წლის გატარება მოუწევს და მისთვის უკეთესი იქნება, რომ ეს გარემოება დროულად გაიაზროს.
დღეის მდგომარეობით სააკაშვილს 6 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებს ამ რეალობას, მით უკეთესი მისთვის. გამორიცხულია, 100% გიდასტურებთ, რომ ჯერ ერთი, არავინ ითხოვს მის გადაცემას, რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს და მინიმუმ 6 წლის მოხდის შემდეგ შეუძლია, რომ წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერმა.