ბიძინობა არის საყოველთაოდ ცნობილი დღე - ღარიბაშვილის განმარტება
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ 1 ოქტომბერს საზოგადოებას ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე მიულოცა.
1 ოქტომბერი ეს არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, ხსენების დღე და ბიძინობა ეს არის საყოველთაოდ ცნობილი დღე, როდესაც ჩვენ ავღნიშნავთ ქართველი წმინდანის დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე ვახსენე აღნიშნული თარიღი, ამ კონტექსტში ვახსენე - ამბობს ღარიბაშვილი.