ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული - EU-ს წარმომადგენლობა

19.08.25 11:59
ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული - EU-ს წარმომადგენლობა

საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავცრელებულ განცხადებაშია ნთქვამი. 

EU გავცრელებულ განცხადებაში ხაზგასმით წერს, რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა და რომ ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა .

ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა
🕊️ ევროკავშირი 1950-იან წლებში ომით განადგურებული კონტინენტის აღსადგენად შეიქმნა.
დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ. 🤝
ევროკავშირის შექმნის დღიდან 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა — ეს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების ისტორიული მიღწევაა. 📜
საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები