“4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება – ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შედეგს ივანიშვილი ისე დაწერს, როგორც გორბის კვლევას" - სანიკიძე

19.08.25 12:41
“4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება – ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შედეგს ივანიშვილი ისე დაწერს, როგორც გორბის კვლევას" - სანიკიძე

“4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება – ეს არის რუსული სპეცოპერაცია. შედეგს ივანიშვილი ისე დაწერს, როგორც გორბის კვლევას“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "როდესაც უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ შეასრულებს მთავარ როლს".

თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია, 4 ოქტომბერს არ ტარდება არანაირი არჩევნები და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებოდა კანდიდატი. ნამდვილად ასე ვაფასებთ, ვინაიდან და რადგანაც პირველი როგორც გორბის კვლევას წერს ივანიშვილი, ზუსტად ასე დაწერს არჩევნების შედეგსაც, განსაკუთრებით 4 ოქტომბერს, რადგან ასეთი დაუცველი საარჩევნო კანონმდებლობა ნამდვილად არასდროს არ ყოფილა და ამავე დროს, როდესაც საკუთარი და ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რაც გუშინ ირაკლი კუპრაძემ თავის თავზე აიღო.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები