კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნება" არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგებს
"ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია დღეს ძალიან დასუსტებულ მდგომარეობაშია და ამიტომ "ოცნების" გამარჯვება ცხადია.
ამასთან, კობახიძე ოპოზიციაზე ისევ ერთ კონტექსტში საუბრობს და მათ უწიდებურად "რადიკალებად"მოიხსენიებს.
ეს არათანმიმდევრულობა არის სისუსტის გამოვლინება. რადიკალურ ოპოზიციაში არის სერიოზული სისუსტე. მათ თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი მდგომარეობა მაშინ, როდესაც განაახლეს საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ.
დღეს რადიკალური ოპოზიცია არის უსუსტეს მდგომარეობაში. ჩვენი მიზანი, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით იცით, რაც არის ამ არჩევნებში. ეს არის 64-64-ზე. ეს არის 64 მერის არჩევნების მოგება და 64 საკრებულოს არჩევნების მოგება. რაც შეეხება თბილისს, თბილისში, ჩვენი ამოცანა არის, პირველივე ტურში არჩევნების მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულო შემთხვევაში, ეს არის, მინიმუმ, 38 მანდატის მიღება. გუშინდელმა დღეს დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამასთან, - თქვა კობახიძემ.