ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა სააკაშვილის დაჭერა, ეს არის ნიკა მელია - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაჭერა ყველაზე მეტად მის თანაპარტიელს, ნიკა მელიას, გაუხარდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, ყველაზე მეტად სააკაშვილს თბილისში ჩამოსვლას ვანო მერაბიშვილი არწმუნებდა.
იმედია, გვისმენს პატიმარი სააკაშვილი და შევახსენებდი, ვინ არწმუნებდა ყველაზე მეტად, რომ ჩამოსულიყო თბილისში, მათ შორის ერთ-ერთი იყო ვანო მერაბიშვილი, რომელიც დაჟინებით არწმუნებდა, რომ აქ სიტუაცია იმდენად არის მომწიფებული, რომ მის ჩამოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა. როგორც დაასრულდა ამ ადამინმა მისი ეს ავანტიურისტული ექსპერიმენტი, კარგად ვნახეთ, თავი ამოყო ციხეში. ამის გარდა, გვესმის, რომ ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა ეს არის ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის ახლა და ციხის წინ აკეთებს კომენტარებს“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.