ჩვენი მიზანია, 4 ოქტომბრის არჩევნებზე ივანიშვილმა ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვოს - სანიკიძე

19.08.25 15:38
ჩვენი მიზანია, 4 ოქტომბრის არჩევნებზე ივანიშვილმა ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვოს - სანიკიძე

ჩენი მიზანია, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვიმა ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვოს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან სანიკიძე საუბრობს. მისი თქმით, მათ არ აინტერესებთ, რა შედეგებს დაუწერს ივანიშვილი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. სანიკიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი შედეგების გაპროტესტება და არაღიარებაა, რადგან ის არა ცესკოს, არამედ რუსების დაწერიი ოქმი იქნება. 

ჩვენი გეგმა არის ის, რომ 4 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიღოს ლეგიტიმაცია და ავტიმატურად ეს არჩევნები იყოს აღიარებული როგორც მიტაცებული. რომ 4 ოქტომბრის 20:00 საათზე, როდესაც გამოცხადდება შედეგები, არცერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ არ აღიაროს მისი შედეგები. ჩვენ დანარჩენი ოპოზიციის ბედი კი არ გვაინტერესებს, ვინც იქ შევიდა, რა ბედს გამოუსახავს ბიძინა ივანიშვილი თაბახის ფურცელზე და შემაჯამებელ ოქმზე. უბრალოდ, ჩვენი მთავარი მიზანი არა შედეგების გაპროტესტება, არამედ იმ შემაჯამებელი ოქმის არარსებობაა. ეს ცესკოს ოქმი კი არ არის, ეს არის ივანიშვილი და რუსების ოქმი, - ამბობს ლევან სანიკიძე. 

პარტიები „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთიანად მონაწილეობენ 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. მათ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად წარადგინეს „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

წარდგენის ცერემონია რიყის პარკში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ამ გაერთიანებით ორი საყრდენი - „ბრძოლისა და დემოკრატიის საყრდენი“ - გაერთიანდა, რის საფუძველზეც ისინი „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“ გეგმავენ.

 

მსგავსი სიახლეები