"ოცნების" ჩამოშორების ერთადერთი გზა წინააღმდეგობა და რეჟიმთან ართანამშრომლობაა - თენგო თევზაძე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების ერთადერთი გზა წინააღმდეგობა და რეჟიმთან ართანამშრომლობაა, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე საუბრობს. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ თვითმმართვეობის არჩევნებში "ოცნებას" არავინ უნდა მისცეს პროცესების ნორმალიზების შესაძლებლობა.
ერთადერთი, რაც შეიძლება, ახლა აუცილებელი ნაბიჯი იყოს "ქართული ოცნების" დასუსტებისთვის და მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის, ეს არის წინააღმდეგობა, პროტესტის გაძლიერება და რეჟიმთან ართანამშრომლობა. რეჟიმს ვერავინ უნდა მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს პროცესის ნორმალიზება. რაც შეეხება იმ ოპოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თითქოს მას რაიმე შანსი აქვს იმ პირობებში, რა პირობებშიც "ქართული ოცნება" ატარებს არჩევნებს, ეს მათი არჩევანია, - ამბობს თენგო თევზაძე.
პარტიები „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთიანად მონაწილეობენ 4 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. მათ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად წარადგინეს „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
წარდგენის ცერემონია რიყის პარკში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ამ გაერთიანებით ორი საყრდენი - „ბრძოლისა და დემოკრატიის საყრდენი“ - გაერთიანდა, რის საფუძველზეც ისინი „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“ გეგმავენ.