ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს 43 დღეა ტელეფონზე წვდომა არ აქვს

19.08.25 17:20
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ თორნიკე რიჟვაძეს 43 დღეა ტელეფონზე წვდომა არ აქვს

 

 

 

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სუიციდის მცდელობის შემდეგ, რიჟვაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, "ოცნების" პრემიერი ირწმუნებოდა, რომ აჭარის ყოფილ მმართველს ტელეფონზე წვდომა ამ დრომდე, ანუ 43 დღეა არ აქვს.

  •  შეგახსენებთ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა. 

„მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი მიმართულებით. მე არ დამირეკია ტელეფონზე, მითხრეს, რომ ძემეძლო ამბის მოკითხვა, მაგრამ არ შემეძლო ტელეფონზე კომუნიკაცია. 

"პირველებმა" კობახიძეს უთხრა, რომ რიჟვაძე, რომელიც 9 ივლისს თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს, დიდი ხანია კონტაქტურია და მის მოსანახულებლად მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც კი იყო ჩასული. 

შეხვდა? მე მგონია, რომ ახლა საოცრებებს ამბობთ? "ანეტა" თუ იქ ჩავიდა და შეხვდა, რავიცი საოცრებაა"...

ჩვენ მუდმივად ვკითხულობს თორნიკე რიჟვაძის ამბავს, ეს არის ჩვენთვის უმთავრესი. თქვენ მოერიდეთ ასეთი ტერმინებით საუბარს, რომ თორნიკეს მამა გააგდეს და ა.შ. არ არის ეს სწორი ტერმინები. თორნიკე ს მამა არის ღირსეული კაცი, იყო როტაცია და თქვენ ნუ მოაბამთ ამას ამბებს. , - განაცხადა კობახიძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

"პირველებმა" კობახიძეს ჰკითხა, როდის აპირებს თორნიკე რიჟვაძის პირადად მოკითხვას?

როცა იქნება ამის საშუალება ნებისმიერ დროს. თქვენი ტელეფონით არ მინდა მოკითხვა. როცა დავრწმუნდები, რომ შესაძლებელიად აკონტაქტება, მაშინვე დავეკონტაქტები და გავესაურბები", - აცხადებს კობახიძე.

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

 

მსგავსი სიახლეები