EU-ს მოთხოვნების შესასრულებლად „ოცნებას“ ვადა ეწურება - როგორი იქნება ბრიუსელის პასუხი?
"პირველებთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი ევროკავშირის გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, დღის წესრიგში დგას უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება, ასოცირების შეთანხმების გადახედვა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხის დახურვა. ლაგოდინსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ვერ უგულებელყოფს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების დაკავებებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლას.
უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ბრიუსელი მუშაობას 31 აგვისტოს შემდეგ დაიწყებს. ზუსტად ორ კვირაში „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მიერ დათქმული ვადა ეწურება. თუ ოთხი მოთხოვნა არ შესრულდება, სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყება. მანამდე კი ევროპარლამენტარები წევრ სახელმწიფოებს სთხოვენ, იმოქმედონ სამიზნე სანქციებით და შეიტანონ სიაში ყველა პირი, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა დემოკრატიის დარღვევასა და ძალადობაზე.
„ქართულ ოცნებას“ სულ უფრო ცოტა დრო რჩება, გამოიყენოს შესაძლებლობა და შეასრულოს ბრიუსელის რეკომენდაციები. ევროპარლამენტარის თქმით, ამ ეტაპზე წევრი სახელმწიფოები ინდივიდუალურად მოქმედებენ. ნიდერლანდებმა უკვე შეაჩერა ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავდა მიზნად და საჯარო მოხელეებისთვის სასწავლო კურსებს მოიცავდა. ნიდერლანდების სამეფოს გადაწყვეტილებით, პროგრამა მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ განახლდება.
ვრცლად ნახეთ ნახეთ ცარციძის რეპორტაჟში.