ზურა ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს.
პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ უკუსვლაზე, რომელიც ქვეყანაში ხდება.
ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია
- ზღართანაშვილის ქუჩაზე შუქნიშანი ისევ არ მუშაობს
- ძალიან მალე დავკარგავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას
- ღობეგლეჯიაშვილის ქუჩაზე კანალიზაციის მილია დაზიანებული
- ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, ციხეები გაივსო პოლიტპატიმრებით
- გობეჯიშვილის აღმართზე 7 წელია არ მუშაობს შუქნიშანი
- საქართველო სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს და ბრუნდება რუსეთის წიაღში
- გრიშაშვილის ჩიხში ისევ გასკდა წყალმომარაგების მილი
- საქართველო კარგავს რეგიონული ჰაბის ფუნქციას და ამის დადასტურებაა ის, რომ რუსეთის დაკვეთით აღარ შენდება ანაკლიის პორტი
- ხუნძიკაშვილის 25-ში ისევ ნაგვის სუნი დგას და მერია არაფერს აკეთებს
- ასე თუ გაგრძელდა, საქართველო შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო
- ჩვენ მივალთ ყველა ოჯახში და მოვაგავრებთ ყველა პრობლემას
ეს ხდება ყოველ დღე, ერთი და იგივე პარტიის მხრიდან, ერთი და იგივე არხზე
იქნებ ასე მაინც დაინახოთ, რომ სასაცილოა?!,-წერს ჯაფარიძე.