უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმართოთ ბიძინა ივანიშვილის გენერალური ბრძოლა- ირაკლი კუპრაძე

19.08.25 21:51
უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმართოთ ბიძინა ივანიშვილის გენერალური ბრძოლა- ირაკლი კუპრაძე

უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავუმართოთ ბიძინა ივანიშვილის გენერალური ბრძოლა,-ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ვიკა ბუკიას “დღის ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, გენერალური ბრძოლები, მათ შორის, ახალ საპარლამენტო არჩევნების მზადების პროცესშია გასამართი და ამისთვის ყველა უნდა იყოს ძლიერი.

გენერალური ბრძოლები გასამართია, მათ შორის, ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა ვიყოთ ძლიერები და არა ბიძინა ივანიშვილი იყოს ძლიერი, რომელიც ცდილობს, მოგვატყუოს, შემოაგდო ჩვენში ეს ბოიკოტის იდეა და ამბობს, რომ აი, თქვენ ბოიკოტში წადით და კარგად იყავით. მას  ლეგიტიმაციას ვერაფერი ვერ მისცემს, ახალა საპარლამენტო არჩევნებამდე, ეს ყველას უნდა ესმოდეს. თავის მხრივ, ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის წევრები და ევროპარლამენტარები ელოდებიან, როგორ ორგანიზდება ქართული საზოგადოება, მათ შორის ქუჩაში და ასევე, ამ ბრძოლის ველზე. მინდა, ყველას ვთხოვო, ნუ აყვებიან სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ქუჩას არ ვაფასებთ და ნაკლებ ღირებულებას და მნიშვნელობას ვანიჭებთ, პირიქით, ქუჩის პროტესტი უმნიშვნელოვანესია, ჩვენ არ დაგვიზოგავს საკუთარი თავი, არც ხვალ დავზოგავთ, -განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები