უკიდურესი უზნეობაა პატიმრის დაცინვის ტონში საუბარი - სამადაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

11.10.21 17:00
უკიდურესი უზნეობაა პატიმრის დაცინვის ტონში საუბარი - სამადაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ფრაქცია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილმა ციხეში ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. სამადაშვილის აზრით, სააკაშვილის პატიმრობა ეროვნული პრობლემაა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის  ევროინტეგრაციის გზას.

არის უკიდურესი უზნეობა, ჩემი აზრით, პატიმრის დაცინვის ტონში საუბარი, ადამიანზე, რომელიც არის დატუსაღებული ეს არის უბრალოდ უზნეობა და ასეთივე უზნეობად მიმაჩნია მცდელობა, რომ შეიტანონ განხეთქილება იმ ურთიერთობებში, რომელიც ამ პატიმარრს აქვს თანაპარტიელებთან.

"ოცნება" სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელს უშლის ჩვენ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ მომავალს ნატოში და სააკაშვილის პატიმრობა არ არის ის საკითხი, რომელიც ეხება მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები