"ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატი და შტაბის ე.წ. „გენერალი“ სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს, გოგიტა თანიაშვილს - ზურა ოტიაშვილი
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ზურა ოტიაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალუჯრ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ "ოცნების" დუშეთის მერობის კანდიდატი და შტაბის ე.წ. „გენერალი“ ჟინვალის სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს, გოგიტა თანიაშვილს.
მისივე თქმით, თანიაშვილს დანის მუქარით სთხოვდნენ, მოეხსნა კანდიდატურა. უარის შემდეგ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
თავდასხმა და კრიმინალური გარჩევები დუშეთის „ოცნების“ შტაბიდან.
დუშეთის მერობის კანდიდატი, კახაბერ ჩიტაური, და შტაბის ე.წ. „გენერალი“, მამუკა შერმადინი, ჟინვალის სასაფლაოზე სასტიკად გაუსწორდნენ დამოუკიდებელ კანდიდატს ჭონქაძის თემში გოგიტა თანიაშვილს.
დანის მუქარით სთხოვდნენ, მოეხსნა კანდიდატურა. უარის შემდეგ ისინი გამძვინვარებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
მთავარი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ღიად მიმართავენ ძალადობას და კრიმინალურ მეთოდებს, რითაც ასახავენ იმას, თუ რა რეალურ ძალებზე დგას მათი მმართველობა. „ქართული ოცნების“ შტაბი მხარს უჭერს არა დემოკრატიულ წესებს, არამედ კრიმინალსა და ძალადობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მთავარი იარაღი დაშინება და ზეწოლაა", - წერს ოტიაშვილი.
განახლება:
"პირველები" ოპოზიციონერის მიერ გაჯღერებული ინფორმაცისი გადასამოწმებლად დრეს დუშეთში ჩავიდა. ზურა ოტიაშვილმა ტელეკამერების წინაც გაიმეორა ის, რაც სოციალურ ქსელში დაწერა.
"პირველები" ასევე ესაუბრა გოგიტა თანიაშვილს, რომელსაც ოტიაშვილის თქმით, ჟინვალის სასაფლაოზე გაუსწორდა "ოცნების" მერობის კანდიდატი კახაბერ ჩიტაური.
თანიაშვილი მომხდარს უარყოფს.
არაფერი არ მომხდარა, არანაირი სასაფლაო არ ყოფილა და არანაირი გარჩევა....მე არაფერ შუაში არ ვარ მაგ ჩხუბთან. არავინ გამსწორებია", - აცხადებს თანიაშვილი.
მოხდარი ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც "ოცნების" მერობის კანდიდატი .
გოგიტა თანიაშვილი ჩემი მეგობარია და ვერცერთი ადამიანი ევრ იტყვსი მაგას. რაც შეეხება მამუკა შერმადისნ, ის ჩემი მეგობარია, "ქართული ოცნების" შტაბშია. საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს სად არის ჟინვალის სასაფლაო და გადაამოწმეთ, თუ აქვს დაყენებული თანიაშვილს კანდიდატურა მერობაზე.