თავისუფლება მიშას! - პეტიციაზე ხელს ათასობით ადამიანი აწერს

11.10.21 17:10
თავისუფლება მიშას! -  პეტიციაზე ხელს ათასობით ადამიანი აწერს

თავისუფლება მიშას! - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციები ერთი მეორეს მიყოლებით იქმნება. მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები და ასევე, სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ. 

ხელმომწერთა მაღალი აქტივობის გამო ერთ-ერთი მანიფესტი ტექნიკური ხარვეზის გამო გაუქმდა, თუმცა ახალი მანიფესტი შეიქმნა, რომელსაც ამ დროისათვის 11 ათასი ხელმომწერი ჰყავს. 

საზოგადოება ფიქრობს, რომ პრეზიდენტის დევნა დიდი შეცდომაა და ეს შეცდომა ქვეყანამ მეორედ აღარ უნდა დაუშვას.

ეს ჭაობი უნდა დამთავრდეს და მაგიტომ მოვაწერე ხელი. ვინც ოდნავ მაინც აცნოობიერებს, რა ფიგურასთან გვაქვს საქმე და რა გაუკეთებია  ამ ადამიანს ამ ქვეყნისთვის,  თითოეული ჩვენთაგანისთვის, მე მგონია, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელმა უნდა მოაწეროს ხელი, ვისაც ესმის, რა არის ქვეყნის შენება, განვითარება, რეფორმები და წინსვლა, - ამბობს მსახიობი ნანა ბუთხუზი.  

 

მსგავსი სიახლეები