გაეროში 17 წლიანი ტრადიცია დაირღვა - აშშ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა

20.08.25 11:26
გაეროში 17 წლიანი ტრადიცია დაირღვა - აშშ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა

პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი არ მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ქმედებებს გმობს. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელს აწერენ მხოლოდ  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი.

17 წელი გავიდა რუსეთის აგრესიიდან და შემდგომში მისი უკანონო სამხედრო ყოფნიდან საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ გვაჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული დამოკიდებულების დასაწყისი მისი მეზობლების მიმართ. რუსეთმა გააგრძელა ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ უმიზეზოდ და გაუმართლებელი აგრესიით. 

ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნა ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას, ასევე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ. ვიმეორებთ ჩვენს 17 წლი წინანდელ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ნათქვამია ერტობლივ განცხადებაში. 

რა მიზეზით დაირღვა გაეროში 17 წლიანი ტრადიცია და რატომ არ დაუჭირა ამჯერად აშშ-მა აღნიშნულ განცხადებას მხარი, უცნობია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა, თუმცა ბოჭორიშვილის უწყების წერილი უფრო ინფორმაციული ხასიათისაა. 

 

 

მსგავსი სიახლეები