ხაბეიშვილი: ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

20.08.25 11:07
ხაბეიშვილი: ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას - ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ინფორმაციას სოცილაურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

როგორც ხაბეიშვილი წერს,  "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის "ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის "თავი".

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის თქმით, ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე "ლაგდებოდა" - "ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს - გრიგოლ ლილუაშვილს".

ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს.
წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს.
სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის "მესიჯს", რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად. 
ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის "თავი".
ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე "ლაგდებოდა".
ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს - გრიგოლ ლილუაშვილს. 
რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და  ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით).
ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი "დამთხვევები" - რა ვქნა გრიგოლ?!
რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე.
ამ განცხადების შემდეგ ცოტა ხანს ხელს არავინ გახლებს✅
შეგიძლია მადლობის წერილი მალულად, ფოსტით გამომიგზავნო", - წერს ხაბეიშვილი. 

რამდენიმე თვეა სხვადასხვა წყარო აქტიურად წერს, რომ "კრიმინალური ავტორიტეტის" მერაბ ჯანგველიძის, იგივე "სოხუმსკის" ძმის მკვლელობის საქმეში გარეულია არა მხოლოდ მთაწმინდის საძმო, არამედ ოთარ ფარცახალძეც. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა, ხოლო გიორგი ჯოხაძეს და დავით მიქაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. 

მსგავსი სიახლეები