"გვინდა, სახელმწიფომ ჩვენი არსებობა აღიაროს" - ირაკლი კუპრაძე მრავალშვილიან დედებს ხვდება
"ძლიერი საქართველოს" ოფისში ამ წუთებში მრავალშვილიან, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ დედებს ხვდებიან. პარტიის პრესსამსახური იტყობინება, რომ მოქალაქეებს თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ხვდება.
შეხვედრაზე დედებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგანან. საუბარია გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
სერიოზული გამოწვევების წინაშე ვართ ყველანი, ყველა კატეგორიის მრავალშვილიანები და გვინდა, რომ გვაღიარონ, აღიაროს სახელმწიფომ ჩვენი არსებობა, - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ შეხვედრაზე.
პრობლების განხილვისას კუპრაძემ ყურადღება სახელმწიფოს როლზე გაამახვილა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნებას" მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი არ აღელვებს, რადგან მათ აღრიცხვასაც კი არ აკეთებს.
თქვენ რა ისტორიაც მოყევით, რომ რამდენიმე დღის წინ 4 ბავშვი გაგიხდათ ავად და არჩევანის გაკეთება მოგიწიათ, რომელი დაგეწვინათ საავადმყოფოში, იმიტომ, რომ თანხა იყო გადასახდელი და თან სოციალურად დაუცველი ხართ. როცა სახელმწიფო გაყენებს ამ არჩევანის წინაშე, რომ 4 შვილი გყავთ ავად, ორის დაწვენა შეგიძლიათ და ორი ვერ დააწვინეთ, იმიტომ, რომ ფინანსურად არ იყავით მზად ამ ტვირთვისთვის, ამ დროს სახელმწიფოს პოლიტიკა არის გადაწყვეტი. ის, რომ დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ აწარმოებს სტატისტიკას, საერთოდ აღწერას არ აწარმოებს მრავალშვილიანი ოჯახების, არის წარმოუდგენელი სიგიჟე, სადაც, უბრალოდ, მათი განწყობა ჩანს, რომ არ მაინტერესებს საერთოდ. მრავალშვილიან ოჯახებს არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. ამ დროს მათი პროპაგანდაა, რომ თითქოს ოჯახია მთავარი მათთვის. არ არის მთავარი. მათთვის მთავარია, რომ უბრალოდ, რაღაც ტყუილში გვამყოფონ ამ ვითარებაში, - თქვა კუპრაძემ.
კუპრაძემ გამოსავალზეც ისაუბრა.
ამ სირთულეს სჭირდება, ერთი, ჩვენი მხრიდან აქტუალიზირება, რომ ეს პრობლემა გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, - თქვა კუპრაძემ.