"ოცნება" ახალ სკანდალში და ივანიშვილის გუნდის დიპლომატიური კრახი გაეროში

20.08.25 20:36
"ოცნება" ახალ სკანდალში და ივანიშვილის გუნდის დიპლომატიური კრახი გაეროში

ისტორიაში პირველად საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მალტელი დიპლომატი ჩამოთვლის ხელმომწერ ქვეყნებს და არ ახსენებს შტატებს, რაც 17 წლის განმავლობაში პირველად ხდება. 

ყოველ წელს, ერთი და იგივე დროს გაერო საქართველოს საკითხს განიხილავს და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას - ანუ საქართველოდან ჯარების გაყვანას სთხოვს. რუსეთი ყოველ წელს უმცირესობაშია. შტატების პროცესში ინერტულობა არ ნიშნავს, რომ ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, თუმცა ფაქტი "ოცნების" დიპლომატიური კრახია. საგარეო საქმეთა სამინისტრო საბჭოს განცხადებას ინფორმაციული წერილით ეხმაურება და ამერიკაზე არაფერს ამბობს. ურთიერთობებში რეგრესს არც "ოცნების" საპარლამენტო შემადგენლობაში აღიარებენ. 

მაშინ, როცა შეერთებული შტატები განცხადების მხარდაჭერისგან თავს იკავებს, "ქართულ ოცნებას" აქებს რუსეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი დმიტრი პოლიანსი ავითარებს კონსპირაციას, რომ ევროპას უკრაინის მსგავსად საქართველოს ომში ჩართვა უნდა და მასზე უარი ივანიშვილის პარტიის ბრძნული გადაწყვეტილებაა. თუმცა აქვს მოთხოვნაც - რუსი დიპლომატი საქართველოსგან ოკუპირებული ქვეყნების აღიარებას და მათთან ხელშეკრულების დადებას ითხოვს. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები