თავისუფლება მიშას! - პეტიციას ხელი მეუფე იოსებმაც მოაწერა
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებმა პეტიციას ,,თავისუფლება მიშას” ხელი მოაწერა.
ინფორმაცია "პირველებს" პირადად მეუფე იოსებმა დაუდასტურა.
სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების პეტიციას ხელი დღეს მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერეს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციები ერთი მეორეს მიყოლებით იქმნება. მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მაღალ იერარქებთან ერთად, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მხატვრები, მუსიკოსები, დიზაინერები და ასევე, სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ.