სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიას ეწვია. ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 ოქტომბერს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ქვეყნების პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და პრესკონფერენცია პრესისათვის. ასევე, საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები.