კახა კალაძეს ოპოზიცია ცრუ დაპირების გაცემასა და პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს

21.08.25 20:47
კახა კალაძეს ოპოზიცია ცრუ დაპირების გაცემასა და პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძეს ცრუ დაპირების გაცემაში ამხელს. ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია,რომ კალაძის განცხადება პოპულისტურია, რადგან 12 წელია “ოცნება“ ხელისუფლებაშია და არცერთი დიდი სატრანსპორტო პროექტი არ დაუმთავრებია.

ოპოზიციისთვის მათი არცერთი სიტყვა სარწმუნო არ არის და არ სჯერათ, ბოლო კვირებში “ქართულმა ოცნების“ დაანონსებული ახალი პროექტების, როგორც დიდი სტადიონის გახსნის, რომელიც ქვეყანას მილიარდ ლარამდე დაუჯდება, ასევე დიდი დიღმისა და მეტრო დიდუბეს დამაკავშირებელი ტრამვაის პროექტის.

კახა კალაძეს პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს გახარიას გუნდი - ამბობენ, რომ მეტროს გაფართოების პროექტი მათი იდეა იყო, როდესაც აანონსებდნენ დიღომში მეტროს ხაზის დამატებას.

კახა კალაძემ ტრამვაის აღდგენა გუშინ დაანონსა - პროექტზე ჯერჯერობით, ტენდერი არ გამოცხადებულა.

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები