თბილისის მერს რომ სცალია, უცხოეთში წავიდეს და ტუჩები გადაიპრაწოს, აი, ამ ქალაქის გამოგლეჯაზე ვლაპარაკობთ-ელისაშვილი
თბილისი არის მკვლელი ქალაქი, რადგან 12 წელია თბილისს მართავს “ოცნება“, 4 წელი ნარმანია, 8 წელი ეს ბოტოქსებიან-ფილერებიანი თაღლითი, აფერისტი, -ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვიკა ბუკიას „დღის ამბებში“ განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, “თბილისის მერი ბოტოქსების და ფილერებისთვის უცხოეთში დარბის და ამ ქალაქისთვის არ სცალია.“
თბილისის მერს, რომ სცალია, უცხოეთში წავიდეს და ტუჩები გადაიპრაწოს, აი, ამ ქალაქის გამოგლეჯაზე ვლაპარაკობთ, - ამბობს ის.
თბილისი არის მკვლელი ქალაქი, 12 წელია თბილისს მართავენ, 4 წელი ნარმანია, 8 წელი ეს ბოტოქსებიან-ფილერებიანი თაღლითი, აფერისტი. თბილისის მერს, რომ სცალია, რომ ბოტოქსები და ფილერები გაიკეთოს, ტუჩები დაიბეროს, ღაწვები დაიპატარავოს და თვალები დაიპრაწოს, ამისთვის, რომ სცალია იმიტომაა, ხან პარაპეტი რომ ვარდება და გამვლელებს კლავს, ხან ბავშვი რიყის პარკში, ხუფში ვარდება და კვდება, წყნეთში ახალგაკეთებულ ფანჩატურს ბავშვმა ხელი მოჰკიდა და მოკვდა, ვაკის პარკი, ახლა კლიპში რომ ჩასვა, უტიფრად. მკვლელი ქალაქია ეს, პირველი რაც არის მოსაგვარებელი ეს არის უსაფრთხოება. ძალიან მიყვარს ცხოვრელები, ძაღლები, მაგრამ, საღამოს რომ გაივლი შესაძალოა, ხროვა გამოგეკიდოს და ფეხი მოგაჭამოს. ეს ქალაქი უნდა გახდეს უსაფრთხო.
რა ვქნა, ძველმოდური კაცი ვარ, შემირცხვენია ყველა ის კაცი, ტუჩებს, რომ იბერავს, მაგნაირ კაცს მე ხელს ვერ ჩამოვართმევ. თბილისის მერს, რომ სცალია, უცხოეთში წავიდეს და ტუჩები გადაიპრაწოს, აი, ამ ქალაქის გამოგლეჯაზე ვლაპარაკობთ, -განაცხადა ელისაშვილმა.