ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის რესპუბლიკის მთლიანობის დარღვევას გმობს.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ განხორციელების აუცილებლობას.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ქვეყნების დესტაბილიაცია და ხელი შეუშალოს ევროპული და/ან ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელი შეუწყონ უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო.
გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლნატიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.