„ძლიერი საქართველო“ გორის ახალბაღზე: „ქოცური კორუფციის ნათელი მაგალითი“

22.08.25 11:48
„ძლიერი საქართველო“ გორის ახალბაღზე: „ქოცური კორუფციის ნათელი მაგალითი“

ქოცური არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ანტისოციალურობის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველო" გორში, ახალბაღში არსებულ მდგომარეობას. ამის შესახებ გრიგოლ გეგელიამ საგანგეო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერის თქმით, ძვირადღირებული ატრაქციონები დაჟანგდა, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია და ისინი ბავშვებისთვის „სიკვდილის მახედ“ იქცა, მაშინ როცა პარკის რეაბილიტაციაზე დამატებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გრიგოლ გეგელია მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოვიდნენ, იბრძოლონ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და „დაიბრუნონ გორი, შიდა ქართლი და საქართველო“.

მოგესალმებით გორიდან. ჩვენ ახლა ვართ ახლა ვართ ატრაქციონთან, რომელიც 5 წლის წინ დაიდგა, მაგრამ რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია. აი, ეს ბაღი, ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან მაგარ და კარგ ქალაქში არის ქოცური არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ანტისოციალურობის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი. ატრაქციონები, რომელიც დაჯდა 800 ათასი ლარი თქვენი ჯიბიდან, ეს ატრაქციონები არცერთი დღის განმავლობაში არ ჩართულა. ჯერ დაიდგა ატრაქციონები და შემდეგ დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, რომელმაც 3 წელი გასტანა და 12 მლნ ლარი დაუჯდა თითოეულ ჩვენგანს. ამასობაში, ყველას დაავიწყდა ატრაქციონებისთვის ყურადღების მიქცევა. ატრაქციონები დაჟანგდა ისევე, როგორც ეს ქოცური რეჟიმია დაჟანგებული და ჩამოქცევის პირს, მაგრამ ეს ატრაქციონები ჩვენს ბავშვებს და საზოგდოებას უქმნის საფრთხეს. ის, რაც 5 წლის წინ 800 ათას ლარად იქნა დადგმული, არის პოტენციურად სიკვდილის მახე. 

რომ შევხედოთ პრობლემების ნუსხას, რაც ჩვენ გვაქვს ობიექტური ექსპერტიზის შედეგად:

  • გახსნილია გადმოვარდნისგან დამცავი ჩამკეტის დასამაგრებელი ჯაჭვები
  • ვაგონებში წყალი გროვდება
  • არ არის გაზომიი დამიწების კონტურების წინაღობა
  • არ არის უზრუნველყოფილი ელექტროუსაფრთხოება

მინდა, ვკითხო ყველა ჩვენს მოქალაქეს, გორში თუ სხვაგან, თქვენს შვილებს გამოუშვებდით მშვიდად ასეთ ადგილას? რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს ამ ქვეყანაში? რამდენი ბავშვი უნდა დავკარგოთ სწორედ პარკებში? ორმოების, არასწორი ელექტროობის გამო? რას უნდა დაველოდოთ მანამ, სანამ ფუნდამენტურად შევცვლით ჩვენს ქვეყანას, რომლის გარემო არ არის დაცული, რომლის შენობები არის ავარიული, რომლის ეკოლოგია არის უმძიმეს მდგომარეობაში? სადაც არის ნარკოპანდემია, სადაც არის ტოტალური დაუცველობა მოქალაქეების და სადაც არავის გააჩნია სიმშვიდე, უსაფრთხოება და მომავლის რაიმე პერსპექტივა. 

ამიტომაც, მინდა, კიდევ ერთხელ, ყველა გორელს და ყველა ქართველს მოვუწოდო, გამოვიდნენ, იბრძოლონ ჩვენთან ერთად ახლავე, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დაიბრუნონ გორი, დაიბრუნონ შიდა ქართლი, დაიბრუნონ საქართველო და ერთად დავუბრუნოთ ამ ქვეყანას ის მშვიდობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და პერსპექტივა, რაც თითოეულ თქვენგანს ეკუთვნის!, - განაცხადა გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები