“ნაცმოძრაობამ“ აირჩია იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა კი “ოცნების“ ტროლობა-გიორგი ჭანტურია

22.08.25 11:47
“ნაცმოძრაობამ“ აირჩია იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა კი “ოცნების“ ტროლობა-გიორგი ჭანტურია

 

 

“გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია “ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“, კოორდინირებულ მუშაობაში და ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ორივე პარტია მათ წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევას გააგრძელებს.

ჭანტურია “ოცნების“ მხრიდან მათი მერობის და მაჟორიტარობის კანდიდადატებზე ზეწოლაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ “ისინი ყველა მეთოდს იყენებენ მათ დასაშინებლად.“

“გახარიას“ გუნდის წევრი “ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ და ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

მსურს, გამოვეხმაურო, ბოლო დღეებში “ოცნების მიერ“ გავრცელებულ ტყუილებს, რომლის გავრცელებაშიც უკვე ღიად ეხმარებიან “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც, მაგალითად, პროპაგანდისტული “იმედი“ თავის სიუჟეტში ირწმუნება, რომ თითქოს, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ გუნდი დატოვა. მიუხედავად იმის, რომ თავად ზაზა თავძემ საჯაროდაც და “იმედთანაც“ განაცხადა, რომ ეს არის მორიგი ტყუილი, ამის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე, პროპაგანდის ამავე სიუჟეტში, ერთი-ერთში იმეორებს “იმედის“ ტყუილს. “ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამახასიათებელი რადიკალური და დესტრუქციული ქმედებები უკვე დიდი ხანია გასცდა მედიებს და სოციალურ ქსელებს და ქუჩაში არსებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო. ეს ქმედებები ემსახურება ერთადერთს- ადამიანების დაყოფას და ოპოზიციურ ამომრჩეველში შუღლის გაღვივებას, რაც მხოლოდ დ ამხოლოდ „ოცნების“ ინტერესშია და აძლიერებს მას. “ოცნებამ“ კი უკვე დაიწყო მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ზეწოლა და ერთის მხრივ იყენებს ყველაფერს, დაშინებებს, მოსყიდვებს და მეორეს მხრივ “ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ორი რადიკალური პარტიის ერთობლივი, კოორდინირებული შეტევა, ჩვენს წინააღმდეგ გაგრძელდება. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ არჩევნებზე აირჩია იყოს ოპოზიციის ოპოზიცია, მათი პარტიის ელიტარულმა ნაწილმა კი “ოცნების“ ტროლობა. მივმართავთ, “ნაციონალური მოძრაობის“ რიგით წევრებს და ამომრჩევლებს-მეგობრებო, მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ივანიშვილის წინააღმდეგ, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

მსგავსი სიახლეები