32 საქმე რომლიც პოლიტიკურად მოტივირებულია - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხმაურიანი ანგარიში

12.10.21 11:08
32 საქმე რომლიც პოლიტიკურად მოტივირებულია - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხმაურიანი ანგარიში

32 საქმე რომლიც პოლიტიკურად მოტივირებულია - ხმაურიან ანგარიშს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს. 

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ჩამონათვალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებიც მოხვდა. 

ორგანიზაციის მონიტორინგის მიხედვით დადგინდა, რომ ე.წ. პიჯაკების საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მის გაჭიანურებას სასამართლო მიზანმიმართულად ახდენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შუალედური ანგარიში ასახავს 2021 წლის 1 თებერვლიდან 10 აგვისტომდე სავარაუდო პოლიტიკური მოტივით მიმდინარე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგებს.

ანგარიშში, აგრეთვე, ასახულია მედიის წარმომადგენელზე, მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე (სავარაუდოდ - პოლიტიკური მოტივით), თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში აკვირდება პროექტის - „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებების მონიტორინგის“ ფარგლებში . 2020 წელს დაწყებული სასამართლო პროცესებისა და საპროტესტო აქციების მონიტორინგის პროექტი1 2021 წლის 1 თებერვლიდან გაგრძელდა და 31 დეკემბერს დასრულდება. 

2021 წლის 1 თებერვლიდან, შუალედურ საანგარიშო პერიოდამდე - 1 აგვისტომდე, ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები დააკვირდნენ 9 ადმინისტრაციულ და 23 სისხლის სამართლის საქმეს. ჯამში იურისტ-მონიტორები დააკვირდნენ 91 სასამართლო სხდომას 32 საქმეზე.   
ანგარიშის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე :

http://www.hrc.ge/.../174sasamarTlo-dakabadonebuli--geo.pdf

მსგავსი სიახლეები