ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე - "ფულის გათეთრების მამხილებელი ჩვენება არ არის!"

12.10.21 11:35
ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე - "ფულის გათეთრების მამხილებელი ჩვენება არ არის!"

ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. პირველი მოწმე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე იქნება, რომელიც მოსამართლე გიორგი არევაძეს ჩვენებას დისტანციურად მისცემს. 

დღესვე, სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდდება უცხოელი ინვესტორების ჩვენებები, რომლითაც ადვოკატების თქმით, კრეტიტის ნამდვილობა დამტკიცდება. 

როგორც დაცვის მხარის მოწმე დაიკითხება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. მისი ჩართვა უცხოეთიდან მოხდება.  ასევე მოხდება თანხის რეალური მსესხებლების ჩვენებების გამოქვეყნება. რაც შეეხება გამოძიებისთვის მათი ჩვენებების ფასეულობას, ეს ის ხალხია, რომელთა ჩვენებებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ კრედიტი რეალური იყო და არანაირ ფულის გათერებას ადგილი არ ჰქონია. 

ყველა მოწმეს, ვინც გამოიკითხა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მამხილებელი ჩვენაბა არ მიუცია"- აცხადებს "ტვ პირველთან" ადვოკატი კახა წერეთელი. 

 

მსგავსი სიახლეები