რა გეგმა აქვს არჩევნების ბოიკოტის მომხრე 8 ოპოზიციურ პარტიას?

22.08.25 17:59
რა გეგმა აქვს არჩევნების ბოიკოტის მომხრე 8 ოპოზიციურ პარტიას?

რა გეგმა აქვს არჩევნების ბოიკოტის მომხრე 8 ოპოზიციურ პარტიას? - საჯარი კითხვით თანაგუნდელებს ლევან ხაბეიშვილი მიმართავს.

"გავიგეთ, რომ "ბოიკოტში" ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი - აბა რა გინდა?!" - ხაბეიშვილი.

"ნაციონალური მოძრობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ოპოზიციას სთხოვს თქვან, ვინ რას აპირებს 4 ოქტომბრამდე ან მის შემდეგ ივანიშვილის მთავრობის შესაცვლელად.

"პირველები" დღეს შეეცადა ამ საკითხთან დაკავშირებით პროცესში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პოზიცია მოესმინა.

რას აცხადებენ კოალიციაში "ცვლილებისთვის":

ეს იქნებოდა რევოლუციური გზა თუ ეს არის არჩევნები, ეს მრავალჯერ ნათქვამია, არსებობს მესამე გზა-თანმიმდევრული წინააღმდეგობა, ყველა ავტორიტარიზმი დამარცხებულა ასე, პერიოდული დიდი, მრავალათასიანი აქციებით და ეს ჩვენ გავაკეთეთ ივლისში, გავაკეთებთ აგვისტოში, სექტემბერში იქნება კიდევ უფრო მძალვრი. ჩვენი წინააღმდეგობა, რომ ამ პროტესტში ვართ ჩართული, არის თანმიმდევრული წინააღმდეგობის მაგალითი, ქვეყნის გარედან რომ სექტემბერ-ოქტომბერში მნიშვნელოვან სანქციებს ველოდებით, ეს არის თანმიმდევრული მუშაობის მაგალითი, ჩვენ ბრძოლას შეიძლება აკლია მეტი ორგანიზებულობა, რასაც ვცდილობთ, რადგან პოლიტიკური პარტიები უფრო მეტად ორგანიზებულები უნდა იყვნენ, -განაცხადა თენგო თევზაძემ.

რა პოზიცია აქვთ "ფედერალისტებს":

ჩვენ გვჭირდება დრო კიდევ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და როგორც ახობაძე გაათავისუფლეს, ისე როგროც არ ველოდით, ზუსტად ეგრე დათმობს ბიძინა ძალაუფლებას, წამოვა მოლაპარაკებებზე და იქნება საუბარი ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე. 19 ივლისის აქცია იყო ეს საერთო აქცია,  ბათუმის მარში იყო საერთო და ერთად ვიმუშავეთ ამაზე, ამას გარდა, სექტემბერში ვგეგმავთ მასტაბურ აქციებს, ვაგრძელებთ დებატების პროექტს. შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი ოპოზიციის მხრიდან წინასწარ რევოლუციაზე, არის არასწორი მოლოდინების შექმნა ხალხისთვის", - აცახდებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

რას ამბობენ "დროაში": 

ბუნებრივია, რომ პროტესტის ეს სიმწვავე და ეს მასშტაბი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს. ამიტომ სექტემბერში, მაშინ როდესაც ხალხი დაბრუნდება თბილისში, 8 პარტია შესთავაზებს საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტულს აპროტესტო კალენდარს. ეს კალენდარი არ არის სპონტანური. თქვენ იცით ასევე რომ 8 პარტიას აქვს გაკეთებული "წინააღმდეგობის მოძრაობაში" ჩართული ადამიანების ბაზა, იმისთვის, რომ ეს იყოს მეტად ორგანიზებული და მასშტაბური პროცესი. თქვენ დაინახავთ, რომ შემოდგომა, სექტემბერი მაგალითად იქნება უფრო მეტად დატვირთვული საპროტეტოს კალენდით.  განსხვავებით ნოემბერი-დეკემბრის პროტესტიდან, ეს პროტესტი უნდა იყოს მეტად ორგანიზებული", - აცხადებს გიგა ლემონჯავა.

"პირველები" დღეს ასევე დაინტერესდა, მუშაობს თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფორმატი და მიდის თუ არა გეგმებზე მსჯელობა. ამის შესახებ დღეს "ტვ პირველმა" დღეს კითვები დაუსვა ეკა ბესელიას:

ახლა, როდესაც ერთი ნაწილი არჩევნებისთვის ემზადება, მეორე კი ბოიკოტის კამპანიას ატარებს, აქტიური ქმედებების სივრცე, პრეზიდენტის შექმნილ პლატფორმას ნაკლებად აქვს. ახლა რა როლი უნდა შეასრულოს, ამ მოცემულობაში, სალომე ზურაბიშვილმა, ძალიან ბუნდოვანია. ახლა ეს შეუძლებელია,  რადგან უკვე მოცემულობაა, რომ გაიყო პოზიცია და სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება რომელიმე ერთ ჯგუფთან ასოცირებული. ამიტომ, ოქტომბრამდე ვერავინ ვერაფერს შეცვლის, გარდა იმის, რომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ პროტესტი არ შეგვიწყვეტია, ადამიანები გვყავს სასამართლო დარბაზებში დასაცავი და იქ არის ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი, მაგრამ 4 ოქტომბრის შემდგომ იქნება სრულიად სხვა მოლოდინი და სხვა მოცემულობა, იმის მიხედვით, ვინც ამ ტვირთს აწევს და უპასუხებს ამ მოლოდინებს. მე ნაკლებად მჯერა, დაგეგმილი და დაანონსებული რევოლუციების, არათუ ნაკლებად, არც მჯერა, პროცესი უდნა შეიქმნას ისეთი, რომელიც თავისთავად მოიტანს ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ცვლილებებს", - აცხადებს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები