მოპარული და გაყალბებული ხმები - საქალაქო სასამართლო ოპოზიციის სარჩელებს განიხილავს

12.10.21 11:40
მოპარული და გაყალბებული ხმები  - საქალაქო სასამართლო ოპოზიციის სარჩელებს განიხილავს

მოპარული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლა  სასმართლოში  გრძელდება. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში  გაყალბებული ოქმების საქმეზე ოპოზიციური პარტიების სარჩელებს განიხილავენ. ელენე ხოშტარიას  "დროა" და "ევროპული საქართველო" 2 ოქტომბრის არჩევნებზე მომხდარ უმძიმეს გადაცდომებზე რეაგირებას სამართლებრივად ითხოვენ - მთავარი მოთხოვნა კონკრეტულ  უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლაა. საქმე ეხება კრწანისისა და საბურთალოს ოლქების ათობით უბნის საჩივარს. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელოვნური მანიპულაციებით დალუქული ბიულეტენების გახსნა და იქ ჩარევა მოხდა, რამაც შესაძლოა, რეალური შედეგები შეცვალოს. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია სასამართლოს გზით ოლქების გახსნას და ხმების გადათვლას მაინც ითხოვს. 

სარჩელი ეხება საბურთალოს ოლქში ხმების გადათვლას, ეს არის 33-ე უბანი, სადაც "ევროპულ საქართველოს" საერთოდ არ უწერია არანაირი, ანუ ფაქტორბივად, გამოდის, მონაწილეობა არ მიგვიღიუა არჩევნებში, გვიწერია ნული ხმა. სინამდვილეში ამ უბანზე ხმები აღებულია და ვითხოვთ ამ უბნის გადათვალას, ხოლო რაც შეეხება იმ უბნებს, რომლებიც გადათვალა ცესკომ და დღეს გვეუბნება, რომ თითქოს რაღაცა სამუსაოები შეასრულეს, ეს არის ის უბნები, რომელ უბნებზეც ოპოზიციას არ ჰქონდა არანაირი პრეტენზია, ანუ საჩივარი არ იყო, ხოლო იმ უბნებზე, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა ოპოზიციას, არ გახსნილა, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები