არჩევნებში მონაწილეობა, მშვიდობიანი რევოლუცია თუ თანმიმდევრული წინააღმდეგობა - ვინ რა სტრატეგიას ირჩევს ოპოზიციაში
რა გეგმა აქვს ოპოზიციას, რომელმაც ბრძოლის გზად ბოიკოტი აირჩია? ლევან ხაბეიშვილი კოლეგებს პასიურობაში ადანაშაულებს და საზოგადოებასთან გულახდილობისკენ მოუწოდებს: „უთხარით ხალხს, როგორ აპირებთ რეჟიმის შეცვლას?“ მისი ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, გამარჯვების და გაერთიანების თარიღად 4 ოქტომბერი უნდა იქცეს.
თუმცა ხაბეიშვილის ენთუზიაზმს ყველა არ იზიარებს. სხვა პარტიები „თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე“ აკეთებენ აქცენტს და სექტემბრის პროტესტებს ელოდებიან. მათი თქმით, მთავარი ძალა ისევ ხალხია, რომელიც თბილისში უნდა დაბრუნდეს. ამავე დროს, აღიარებენ, რომ ოპოზიციას ორგანიზებულობა აშკარად აკლია. ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმა კი, ფაქტობრივად, დაპაუზებულია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.