მზადდება თუ არა გიორგი ბაჩიაშვილზე ზეწოლის ახალი სერია?

22.08.25 20:06
მზადდება თუ არა გიორგი ბაჩიაშვილზე ზეწოლის ახალი სერია?

საკადრო წმენდა სისტემაში, ციხების შეფის გაშვებით დასრულდა. ბოლო 24 საათში "ქართულმა ოცნებამ" პენტენციური სამსახურის მესამე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ციხეების შეფი, ბეჟან ობგაიძე, რომელიც, ამ თანამდებობაზე ორი თვის წინ დანიშნეს, პოსტიდან დღეს გაუშვეს.

რას შეეწირა სისტემის ბოსი - არ ამბობენ. ოფიციალური განცხადებაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, წერია, რომ ციხებს პაატა სალია თეა წულუკიანის მიერ პოსტიდან გაშვებულ გიორგი პატარიძეს აბარებს. საკადრო წმენდა სისტემაში თანამშრომელებისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

საკადრო წმენდა ციხეებში, იფიციალური ვერსიით, ბაჩიაშვილის საკანში თავდასხმის საქმეზე დაიწყო. ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველმა "ქართული ოცნების" ბრალდებებს დღეს პირველად ციხის საკნიდან უპასუხა. ბაჩიაშვილის აზრით, ვერსია, რომ მან ციხის ხელმძღვანელობა მოისყიდა და ცემის ინსცენირება მოახდინა, ივანიშვილის გუნდმა მძიმე დანაშაულის გადასაფარად მოიფიქრა. 

იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომ ბაჩიშვილმა მისი თავის ცემა თავად დაუკვეთა, ივანიშვილის მილაირდების ყოფილი მმართველისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ მასზე ზეწოლის ახალი გეგმა არსებობს. ამჯერად ბაჩიაშვილს საკანში აპირებენ შეუასახლონ მისი ნაცნობი. ოლიგარქის ახლო გარემოცვის წევრს ეჭვი აქვს, ესეც მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის მოხდება. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები