"რეჟიმმა ციხეების უფროსზე ხელები შეიწმინდა" - რას ეწირება პენიტენციურის შეფების თანამდებობები?
რას ეწირება ციხეების შეფების პოსტები? - სპეციალური პენიტეციური სამსახური ამტკიცებს, რომ პენიტენციური სამსახურის უფროსი, ბეჟან ობგაიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
- ობგაიძე მესამე მაღალჩინოსანია, ვინც ციხეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმის გამოძიების მოტივით ჩამოაშორეს. მანამდე თანამდებობები დატოვეს გლდანის ციხის დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ, გ. ქემოკლიძემ.
ოპოზიცია ამბობს, რომ საკადრო წმენდა უწყებაში გიორგი ბაჩიაშვილზე 11 ივლისს მომხდარ ანგარიშსწორებას უკავშირდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ "რეჟიმმა ციხეების უფროსზე ხელები შეიწმინდა".
დეკანოიძე საუბრობს სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის აღზევებაზე და ამბობს, რომ ამას თვითონ ბიძინა ივანიშვილი უწყობს ხელს.
პრაქტიკულად აღიარა სისტემა, რომ მოხდა უკანონობა და მერე საოცრება ქნეს, რომ თურმე ბაჩიაშვილმა გადაუხადა ფული მთელ ციხეს და კრიმინალებს, რომ მერე მასზე ეძალადათ. ესეც ხომ წარმოუდგენლად ცინიკურია, თუმცა ვიმეორებ, ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება. თავისთავად, ზუსტად იმ ციხის უფროსის გაშვება, რომელზედაც რეჟიმმა ხელები შეიწმინდა, ეს მიუთითებს იმას, რომ სისტემაში ნამდვილად არის კრიმინალური სუბკულტურის აღზევება, რომელსაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი უწყობს ხელს", - აცხადებს დეკნაოიძე.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი დასაჯა და ახლა ამ ამბის გადაფარვას ციხეების უფროსების პოსტებიდან გაშვებით ცდილობს.
ნახეს, რომ ეს სიტუაცია ისე მარტივად ვერ დასრულდა, როგორც მათ უნდოდათ, ეს ამბავი გახმაურდა, ახლა დგამენ სპექტაკლს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილსი კონვულციებით შეფუთონ. ივანიშვილმა ბაჩიაშვილი დასაჯა 90 წლების კრიმინალური მეთოდებით. აი ეს მოხდა და ახლა ამის გადაფარვა უნდა რაღაცა ზღაპრებით - ვიღაცა გადადგა და ვიღაცა გადმოდგა. სიანმდვილეში, მთელი სისტემა მუშაობს ყველა ჯერზე იმაზე, რომ ივანიშვილი როგორც კი რაღაც სიგიჟეს ჩაიდენს და რაღაცას გააფუჭებს, ასე გაწირავენ ვიღაცა ადამიანებს და მათ თანამდებობებს", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.
ციხეების შეფი, ბეჟან ობგაიძე რომელიც, ამ თანამდებობაზე ორი თვის წინ დანიშნეს, პოსტიდან მოხსნეს. "ქართული ოცნების" იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა. მანამდე თანამდებობები დატოვეს გლდანის ციხის დირექტორმა დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ, გ. ქემოკლიძემ.
პენიტენციური ამტცკიებს, რომ ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე მოკვლევას ატარებენ და სწავლობენ სავარაუდო დისციპლინურ გადაცდომებს ციხის თანამშრომლების მხრიდან. სწორედ პენიტენციურის ამ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ შესაძლოა, გიორგი ბაჩიშვილმა 11 ივლისს „გლდანის ციხის" საკანში ცემის ინსცენირება თავად მოაწყო.