თბილისის მერია ავტოპარკის გასაახლებლად 7 მილიონზე მეტს დახარჯავს - ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს
თბილისის მერია ავტოპარკს აახლებს. - კალაძის უწყება მზად არის ახალი მანქანების შესაძენად 7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯოს.
დოკუმენტებსი თანახმად, მერიას 2025 წელს გამოშვებული მანქანების შესყიდვა უნდა. მითითებულია, რომ ყველა ავტომობილი ჰიბრიდული უნდა იყოს და მაქსიმალური გარბენი 50 კილომეტრი უნდა ჰქონდეს.
დოკუმენტებით ასევე ვადგენთმ რომ მკაცრად არის განსაზღვრული სხვა ტექნიკური მოთხოვნებიც.
ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს და მერიას ფულის ფლანგვაში ადანაშაულებენ. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაძიძისთვის ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მერია ტენდერს აცხადებს და ასრულებს 4 ოქტომბრამდე. მისი თქმით - "მათთვის მნიშვნელოვანია დაალაგონ საკუთარი კორუფციული გარიგებები და ძალიან მარტივია, ავტომობილების შეძენით კეთდება ფული".
100 ერთეულ მანქანაზეა საუაბრი. რა საქმეს აკეთებენ თბილისის მერიის თანამშრომლები საიმისოდ, რომ 100 ერთეული მანქანა უნდა შეიძინონ. მოსწრებაზე არიან, დააკვრიდით, აქ ტენდერი ცხადდება და მთავრდება სექტემბრის თვეში ანუ 4 ოქტომბრის არჩევენბამდე. ანუ მათთვის მნიშვნელოვანია დაალაგონ საკუთარი კორუფციული გარიგებები და ძალიან მარტივია, ავტომობილების შეძენით კეთდება ფული. 7 მილიონი ლარი დაიხარჯოს ავტომანქანებსი შეძენაში, როცა თავად საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის გამართული, ეს მიუთითებს თბილსის მერიის უპასუხისმგებლობაზე, მათ უტიფრობაზე და კორუმპირებლობაზე", - აცხადებს შარაშიძე.