ლორა კუპერი ამბობს, რომ საქართველოში "ბნელი პერიოდია" - ინტერვიუ შტატების თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსანთან

23.08.25 15:17
ლორა კუპერი ამბობს, რომ საქართველოში "ბნელი პერიოდია" - ინტერვიუ შტატების თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსანთან

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს - ლორა კუპერი, რომელთაც ინტერვიუ "ინდიფენსის ავენიუ მედიამ" ჩაწერა, ამბობს, რომ ახლა საქართველოში "ბნელი პერიოდია" და ჩვენი ქვეყანა რეფორმების გატარების ნაცვლად დემოკრატიის უკუსვლას განიცდის.

კუპერი "ქართულ ოცნებას"  ოკუპნატ რუსეთთან კავშირების გაღრმავებაშიც ამხელს.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ შტატები საქართველოს მოქალაქეებს არ მიატოვებს.

"დავიცავთ თქვენს სუვერენიტეტს, ვიქნებით თქვენს გვერდით!" - ამბობს კუპერი ინტერვიუში.

ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა ამერიკის თავდაცვის მაღალჩინოსანს საქართველოსთან წვრთნების შეჩერების შესახებ ჰკითხა და დაინტერესედა, მისი აზრით სწორი გადაწყვეტილბა იყო წვრთნების შეჩერება და როგროც ხედავს აშშსაქართველოს სამხედრო პარტნიორობას.

ვფიქრობ, რომ სამხედრო წვრთნების ჩატარება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ახლა ნამდვილად ბნელ პერიოდში ვართ საქართველოსთან დაკავშირებით, როცა მიმდინარეობს ყველანაირი რეფორმისგან უკან დახევა, რომელთა მიზანიც საქართველოს გაძლიერება, დასავლეთთან კავშირების გამყარება და ევროკავშირისკენ მიმავალი გზის აშენება იყო.

დღევანდელმა მთავრობამ ამას ზურგი აქცია და ამის ნაცვლად, მრავალი თვალსაზრისით, რუსეთი ისე მიიღო, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა საქართველოსთან მუშაობის პირველივე დღეებიდან, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან თანამშრომლობის ასეთი ძლიერი განცდა იქნებოდა. 

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ბნელ სიტუაციაში, ერთი რამ, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ არის ის, რომ ქართველ ხალხს ვაფიქრებინოთ, რომ მათ ზურგი ვაქციეთ. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართველების გულებში. ჩვენ ეს ვიცით. ისინი ქართველი ერის გული და სული არიან. ასე რომ, მათთან თანამშრომლობის გაგრძელება, მათთვის ისეთი ტრენინგების მიწოდება, რომელთა გამოყენებაც მათ საქართველოს ინტერესების ლეგიტიმურად დასაცავად შეეძლებათ, ვფიქრობ, რომ სწორედ ის არის, რაც უნდა გავაგრძელოთ, მაშინაც კი, როდესაც მთავრობას დასავლეთისკენ დაბრუნებისა და რეფორმების გატარებისკენ ვუბიძგებთ", - აცახდებს კუპერი. 

"ინდიფენსის ავენიუ მედიას" ჟურნალისტმა, ია მეურმიშვილმა კუპერს კითხვა დაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ, უთხრა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ჰკითხა - "ფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია? რატომ აკეთებს ამას აშშ? და მნიშვნელოვანია თუ არა, თქვენი აზრით, რომ გაგრძელდეს საქართველოსთვის ტიპის მხარდაჭერის მიცემა?"

კუპერმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ მას შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიტაცება და თუ ამერიაკ დათმობაზე წავა საქართველოს სუვერენიტეტის ამ საკითხზე - "ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან".

ვფიქრობ,  წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის, რომელიც ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები კვლავ იცავს მათ სუვერენიტეტს.  ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, როგორც გზავნილი რუსეთისთვის. რუსეთმა არ უნდა  იფიქროს, რომ მას შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიტაცება და მათდამოუკიდებლად ან რუსეთის ნაწილად გამოცხადება. თუ ჩვენ დათმობაზე წავალთ საქართველოს სუვერენიტეტის ამ საკითხზე, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს რუსეთი ჩვენს პოზიციას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, იქნება ეს უკრაინასთან, თუ მოლდოვა.  ეს არ არის  იზოლირებული შემთხვევა. ამიტომ მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სუვერენიტეტის დაცვა", - განაცხადა კუპერმა. 

მსგავსი სიახლეები