ხაბეიშვილი: მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული ფეიკ-ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს

23.08.25 16:45
ხაბეიშვილი: მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული ფეიკ-ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს

„მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული ფეიკ-ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები — ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე“ - ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება".

"ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე" - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

“შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა  და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! - დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც "რემბო" ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!

სადღაც "ტყეში", ან "პადვალში" დასვამენ ვიღაც გაუგონარ "სასტავს" და აბოდიალებენ რასაც უნდათ - გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! 

ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! - 
არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და “დამპლური თამაშები” არ გვჭირდება!!! 

ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!
ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! "საიდუმლო" შეხვედრები და “უტუ-პუტუ” კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით - საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 

4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!” - წერს ლევან ხაბეიშვილი

მსგავსი სიახლეები