კაცს სუს-ის უფროსი დაარქვეს და დღეს გააპანღურეს, 2 თვეში გაუშვებს "ზბორებზე" - ხაბეიშვილი ოხანაშვილზე

23.08.25 18:21
კაცს სუს-ის უფროსი დაარქვეს და დღეს გააპანღურეს, 2 თვეში გაუშვებს "ზბორებზე" - ხაბეიშვილი ოხანაშვილზე

 

 კაცს სუს-ის უფროსი დაარქვეს და დღეს გააპანღურეს, 2 თვეში გაუშვებს "ზბორებზე" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

როგორც ხაბეიშვილი "ტვ პირველის" პირდაპრი ეთერში ამბობს, ოხანაშვილსი ამბავმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ "ოცნება"  ჩამოშლილია და ივანიშვილს გუნდი აღარ ჰყავს. 

რაც შეეხება მდინარაძის წარდგეანს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ მდინარაძეს პოსტზე სულ რამდენიმე თვე გააჩერებენ. 

რასაც ვსაუბრობდი, არანაირი გუნდი არ არსებობს, ჩამოშლილია ივანიშვილის ბანდ-ფორმირება. ერთმანეთის დაწყვეტაზე არიან, ცემა-ტყეპაზე, სროლაზე, გარჩევაზე, თანამდებობებს ვერ ინაწილებენ. 
რაც შეეხება ოხანაშვილს, მისი გადადგომა ბევრ რამეს უკავშირდება, ვერცერთი საქმე ნორმალურად ვერ გააკეთა. მართლა სასაცილო ფიგურაა სამსახურში. მდინარაძესაც გაექცა საქმე, ხან კრიმინალები ჩააბარეს და ხან ფულსი ამორება და ვერცერთის აქმე ვერ შეასრულა. ახლა კონკრეტულ ერთ სასმახურს მიუჩენენ, ეტყვიან, შენ ახლა აქ დაჯექი და შეასრულე ბინზური დავალებები, ამტიომ ახლა უნდა გვესმოდეს, რომ აღარ დგას ივანიშვილი აღარაფერზე, გუნდი არ ჰყავს", - აცხადებს ხაბეიშვილი. ორი თვის წინ კაცი მოიყვანეს, სუს-ის უფროსი დაარქვეს და დღეს გააპანღურეს. ესე დამამცირებლად 2 თვეში ადამიანს ზბორებზე უშვებდე, რავიცი უცნაურია. მდინარაძესაც ცოტა დრო ექნება, მაქსიმუმ 4 ოქტომბრამდე ალბათ", - აცახდებს ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები