ეროვნული უსაფრთხოება არც ოხანაშვილის დღის წესრიგში ყოფილა და არც მდინარაძისაში იქნება - შაიშმელაშვილი

23.08.25 18:41
ეროვნული უსაფრთხოება არც ოხანაშვილის დღის წესრიგში ყოფილა და არც მდინარაძისაში იქნება - შაიშმელაშვილი

ეროვნული უსაფრთხოება არც ოხანაშვილის დღის წესრიგში ყოფილა და არც მდინარაძისაში იქნება - ასე ეხმაურება ანდრი ოხანაშვილის გადადგომას, უსაფრთხოების საკითხის მკვლევარი და "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი გიორგი შაიშმელაშვილი.

როგორც შაიშმელაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცახადა, მდინარაძე ისედაც კურატორობას უწევდა ძალოვან უწყებებს, დღეს უბრალოდ მას ფორმალური თანამდებობა მიანიჭეს. 

მისივე თქმით, ადამინებისთვის, რომლებიც სუს-ში წლები მუშაობენ, ამ ტიპის ფიგურები, როგორებიც არიან ოხანაშვილი და მდინარაძე, აბსოლუტურად მიუღებელია.

მგონი ცხადია, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება არც ოხანაშვილის დღის წესრიგში ყოფილა და არც მდინარაძის დღის წესრიგში იქნება. ორივეს ამოცანა იყო რეჟიმის უსაფრთხოება, რომელსაც, როგორც ჩანს საკმარისად ვერ გაართვა თავი ოხანაშვილმა. მას ახლა მდინარაძე ჩაანაცვლებს, რომელიც როგორც ჩანს, ისედაც იყო კურატორი ამ ძალოვანი უწყებების და უბრალოდ მოხდა ამ ყველაფერის გაფორმალურება. მე არ მგონია, რომ მდინარაძე უკეთესი მენეჯერი იქნება. ჩვენ უნდა გევსმოდეს, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს აქვს თავისი ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ეფუძნება ამ ადამიანების წლების მუშაობის გამოცდილებას, რომლებიც წლებია ამ უწყებაში არიან და მათთივის ამ ტიპის ფიგურები, როგორებიც არიან ოხანაშვილი და მდინარაძე, აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ ერთსაც და მეორესაც ექნება შიგნით სერიოზული მართვის გამოწვევებ", - აცახდებს შაიშმელაშვილი. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე იქნება.

მსგავსი სიახლეები